უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში, უკრაინის ჯარმა დაახლოებით 10-ი ათასი რუსი ოკუპანტი გაანადგურა. მისივე თქმით, ბოლო 1 თვის განმავლობაში მტერმა ავდიივკას მიმართულებით აქტიური შეტევა დაწყო, რასაც მათი მხრიდან დიდი მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრიანის დამცველებმა 1130 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და დაღუპულ ოკუპანტთა საერთო რიცხვი ომის დაწყებიდან დღემდე 310 600-მდე გაიზარდა.