ქალაქ თელავში, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი, ქეთევან თურაზაშვილი პენსიონერებს შეხვდა. დეპუტატი კახეთში იურისტების გუნდთან ერთად ჩავიდა და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პენსიონერებს იურიდიული კონსულტაცია გაუწია. როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრის მიზანია პენსიონერებზე გაცემული და კოვიდ პანდემიის დროს, ე.წ. „საშეღავათო პერიოდისას“, დროში გახანგრძლივებული და თანხობრივად გაზრდილი სესხების ძველ ჩარჩოებში დაბრუნება. როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პენსიონრები საბანკო მანიპულაციის მსხვერპლნი აღმოჩდნენ და ისინი საბანკო ჭაობიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებენ.