საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით 2016-ი წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი - აღნიშნულ მონაცემებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და მკვლელობა მოჰყვება ხოლმე. ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარ შემთხვევებს 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობი მოჰყვა. ორგანიზაციის ცნობით, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ხოლო 39%-ში პოლიცია არ პატრულირებს. ორგანიზაციის შეფასებით, ასევე სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების დაცვისა და რისკების პრევენციის მიზნით.