უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ოპერაციის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სადესანტო კატარღებზე დარტყმა განხორციელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარია პროექტ 11 770-ის ანუ „სერნას“ კლასის კატარღებზე, რომელზეც ეკიპაჟი იმყოფებოდა და ჯავშანტექნიკა იყო განთავსებული. უკრაინის დაზვერვაში განმარტავენ, რომ „სერნას“მაღალი სიჩქარე აქვს, ამასთან 45-თ ტონამდე ტვირთს და 92-ტ შეიარაღებულ პირს იტევს. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტები ამ კატერებს საზღვაო დესანტის გადმოსასხმელად ან ევაკუაციისთვის იყენებენ.