მექსიკის ხელისუფლებამ სან-ლუის-პოტოსის შტატში ტრაილერში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული 123 ადამიანი იპოვა. მექსიკის საიმიგრაციო სააგენტოს ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა გვატემალადან, ნიკარაგუადან და ჰონდურასიდანაა და მათ შორის, 34 ბავშვია. ქვეყნის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მიგრანტები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ტრაილერის ჩაკეტილი ყუთიდან ტირილის ხმა ისმოდა. უწყების ინფორმაციით, საკითხის მოგვარებამდე მიგრანტები საკვებით, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნმველყვეს.