კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში გაჩერდა, სადაც ერთ-ერთი სამხედრო შტაბი მოინახულა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები მოისმინა და სამხედრო ტექნიკის ახალ მოდელებს გაეცნო. პესკოვი ხაზს უსვამს, რომ პუტინს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და სხვა სამხედრო ლიდერები ახლდნენ. კრემლის პრესსპიკერის თქმით, ვლადიმერ პუტინი, როსტოვშიპ სამხედრო ოლქის შტაბს ეწვია.