საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში უსაფრთხოების ფორუმზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ ისხდებიან. თუმცა, როგორც ირკვევა სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტი საქართველოს მთავრობასთან არ შეუთანხმებია, მაშინ როდესაც კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით პრეზიდენტს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობა ეკრძალება.