საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზის დაუყოვნებლივ გამოცხადების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში მიმიდინარე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის მონაწილეები ისრაელისა და „ჰამასის“ ომის შესახებ მსჯელობენ. სიტყვით გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ჰუმანიტარულ პაუზასთან ერთად, ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ჰუმანიტარული პაუზა რაც შეიძლება დროულად ამოქმედდეს.