ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი ვითარება გრძელდება. ქალაქ ღაზას ცალკეულ უბნებში მხარეებს შორის დაპირისპირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ქალაქში მდებარე ალ-ქუდსის საავამყოფოს თავს 14 000-ზე მეტი ადამიანი აფარებს. მათ შორის 1 000-ზე მეტი პაციენტია, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. BBC-ის ინფორმაციით, რაფაჰის გამშვები პუნქტი, რომელიც ღაზას სექტორისთვის გარესამყაროსთან კომუნკაციის ერთადერთი საშუალებაა კვლავ დაიკეტა. ჯერ-ერობით უცნობია როდის გაიხსება გამშვები პუნქტი, საიდანაც რეგიონში ჰუმანიტარული დახმარება შედის.