სოფელ კირბალთან რუსი აქტივისტის გაუჩინარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების ცნობით, რაფაელ შეპელევის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყეს. შსს ადასტურებს, რომ რუსი აქტივისტი ბოლოს სოფელ კირბალთან იყო შემჩნეული. მათივე მტკიცებით, შეპელევმა საოკუპაციო ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა. ცნობითვის, რაფაელ შეპელევის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. აქტივისტის გარემოცვის ინფორმაციით, შეპელევი თბილისში 2021 წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებას არ აპირებდა.