საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტმა ელისეს სასახლეში უმასპნძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიულია. პრემიერმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.