მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 9 დათქმით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გასცა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდა კითხვა, თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი. ოპოზიციაში მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დამატებითი დათქმები შესრულდეს. თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს არ აქვთ იმის იმედი, რომ მმართველი გუნდი რეკომენდაციებს შეასრულებს. ამავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემდეგი ეტაპი ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება. მეტიც მათივე თქმით ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყება და შემდგომი ეტაპები, დამოკიდებულია უსაფრთხოების გარემოზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაზე. რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ამას ჩვენი ჟურნალისტი, მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.