ქანთერვილის მოჩვენება ირლანდიელი მწერლის, ოსკარ უაილდის გოთიკურ-იუმორისტული მოთხრობა, რომელიც, თავდაპირველად, 1887 წელს გამოქვეყნდა. ნოველა, პირველად, ლონდონის გაზეთ The Court and Society Review-ში გამოჩნდა.ესაა ოსკარ უაილდის რიგით პირველი მცირე ნაწარმოები და წარმოადგენს ერთგვარ ბურლესკის სტილში დაწერილ სატირას, რომელიც მიმართულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს არსებული ინგლისის ბურჟუაზიული საზოგადოების მიმართ.
ქანთერვილ ჩეიზში"- ბრიტანელი ლორდის საგვარეულოს სახლში სამი საუკუნეა, მოჩვენება ცხოვრობს.გაფრთხილების მიუხედავად, მისი შეძენის მესურნე ამერიკელი მინისტრი, მეუღლესა და ოთხ შვილთან ერთად, სახლი პატრონი ხდება...მოჩვენება ,რომელსაც არაერთი ადამიანი შეუშინებია და ჯანმრთელობა შეურყევია, მინისტრის ოჯახს ვერაფერს უხერხებს.მათ არათუ შიშს გვრის , არამედ თავად იქცევა მსხვერპლად და ბოლოს, დასუსტებულ- დასნეულებული,ფერიასავით ნაზი და გულჩვილი გოგონას საპატრონოც კი ხდება.ოსკარ უაილდი 1854 წლის 16 ოქტომბერს ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა,
საშუალო განათლება დუბლინთან ახლოს, პორტორის სამეფო სკოლაში მიიღო. ოსკარი მკვირცხლი და მჭევრმეტყველი იყო, უყვარდა უბრალო სასკოლო ამბების იუმორისტულ მოთხრობებად ქცევა. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრებამ მწერალს საშუალება მისცა სტიპენდია მიეღო დუბლინის თრინითი-კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც მან ანტიკური ისტორია და კულტურას საფუძვლიანად შეისწავლა, აქვე გამოიჩინა ძველი ენებისადმი მიდრეკილება და თავიც არაერთხელ ისახელა. 1874 წელს უაილდმა ოქსფორდის მაგდალენას კოლეჯში კლასიკურ განყოფილებაზე სწავლის სტიპენდია მოიგო. ინგლისის ინტელექტუალურ ციტადელში მან საკუთარი თავი შექმნა. გამოიმუშავა სუფთა ინგლისური აქცენტი და ნიჭიები ადამიანის სახელი მოიხვეჭა.
ოსკარ უაილდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წაკითხვადი ავტორია , მისი ნაწარმოებები ნათარგმნია მსოფლიოს თითქმის ყველაზე ენა და გაყიდულია მათი მილიონობით ეგზემპლიარი.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელშემისაწვდომია ბიბლუის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრაელ წერტილი ჯი.