თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით უსამართლო და მიკერძოებულია. უწყების თქმით, ევროკავშირის პრეტენზიები განსაკუთრებით უსაფუძვლოა პოლიტიკურ კრიტერიუმებსა და ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით. თურქული მხარე აცხადებს, რომ „ევროკავშირის მიდგომა არაგულწრფელია და მკაფიო ორმაგ სტანდარტს ატარებს“. ცნობისათვის, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთს დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლა აქვს.