პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანიის წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა. ამ გზით, მან მოტყუებით 460-ათას ლარზე მეტი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა. ამ დროისთვის ბრალდებულის მიმართ ძებნა არის გამოცხადებული.