მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ 9 დათქმით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია გასცა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გაჩნდა კითხვა, თუ რა იქნება შემდეგი ეტაპი. ოპოზიციაში მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ახლა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დამატებითი დათქმები შესრულდეს. ამავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემდეგი ეტაპი ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების გაგრძელება იქნება.