ილია მეორის განცხადებით, ოკუპანტთა მხრიდან თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და სირცხვილია - Palitra News

ილია მეორის განცხადებით, ოკუპანტთა მხრიდან თამაზ გინტურისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და სირცხვილია

2023-11-08 19:51:17+04:00

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობის გამო სამძიმარს გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მისი თქმით, მომხდარმა მთელი საქართველო აღაშფოთა. როგორც პატრიარქი განმარტავს, თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ილია მეორის განცხადებით, ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და სირცხვილია.