საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა და ყველა ქართველს მისალოცად აქვს საქმე. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი განმარტავს, ევროკომისიის გადაწყვეტილება გასცეს რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, პირველ რიგში, ქართველი და უკრაინელი ხალხების დიდი დამსახურებაა. სააკაშვილი წერს, რომ მთავარი ბრძოლა წინ არის, რაც ოლიგარქის ხელისუფლების მოშორებას გულისხმობს