მედიის ცნობით, პალესტინის ავტონომიის ლიდერის მაჰმუდ აბასის კორტეჟს თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც მაჰმუდ აბასის დაცვის ერთი წევრი მოკლეს. სად მოხდა თავდასხმა, ამ დრომდე უცნობია. აბასის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თურქული მედიის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია „ანუ ჯანდელის შვილებმა“ აიღო, რომლის წევრებმაც მანამდე მაჰმუდ აბასს ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის 24-საათიანი ვადა მისცეს.