შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ - Palitra News

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ

2023-11-08 14:06:11+04:00

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ. გამოფენის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მიიღო. საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს 40-მდე კომპანია რამდენიმე პავილიონშია წარმოდგენილი. ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდიც.