6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა გივი გინტური სოფელ კირბალში მყოფ ჟურნალისტებს ეუბნება, რომ მოკლულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ოჯახის ახლობლები აცხადებენ რომ თამაზ გინტური მშობლის საფლავზე დავით დოთიაშვილთან ერთად იმყოფებოდა და სანთლის დასანთებად ლომისის ტაძარში წასვლა გადაწყვიტა, რა დროსაც ოკუპირებული ძალების წარმომადგენლება ესროლეს. აღნიშნულ საკითხს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც