საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისარს სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდება. საუბარი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს შეეხება, რომელიც რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. მხარეები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სამომავლო ნაბიჯებსაც განიხილავენ