უკრაინელი მებრძოლები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ - Palitra News

უკრაინელი მებრძოლები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინსვლას აგრძელებენ

2023-11-07 19:28:31+04:00

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალები ძირითადად სამი მიმართულებით შტურმზე იყო კონცენტრირებული. მათივე თქმით, ბოლო დღე-ღამეში მომხდარი 18 საბრძოლო შეტაკებიდან 60 ავდეევკის, მარინკისა და კუპიანსკის მიმართულებით მოხდა. როგორც უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, რუსების ყველა შეტევა მოგერიებულია. ამასთან, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ წინსვლას მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. გრძელდება საბრძოლო შეტაკებები ხერსონთანაც, სადაც უკრაინელი სამხედროები მტრის ზურგში დისლოცირებულ ძალებს ურტყამენ.