ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობის მისაღწევად ძირითად ინსტრუმენტად გაფართოების პოლიტიკა რჩება და ჩვენ არ გვაქვს უფლება გავიმეოროთ შეცდომები და დავტოვოთ ჩვენი პარტნიორები ნაცრისფერ ზონებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთვის კარი არ უნდა დახუროს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ, ბოლო დროს, გარკვეული „შემაშფოთებელი ნაბიჯები“ გადადგა.