საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისა და გატაცების ფაქტებს ეხმაურება. ოფიციალური ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი და ბრიუსელი რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობენ და რუსეთს გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. თემის დეტალებს ბექა ბერიაშვილის სიუჟეტიდან გავიგებთ.