ოკუპანტების მიერ ჩადენილ მკვლელობასა და გატაცებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოფიციალური თბილისი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაგირების მოლოდინშია. ოპოზიცია კი ოკუპანტის მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას აკისრებს. როგორია განცხადებები აგრესორი რუსეთის მიერ ჩადენილ საზარელ მკვლელობაზე ხატია სამხარაძის სიუჟეტიდან გავიგებთ.