თბილისის მერი, კახა კალაძე, მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია „თეგეტა ჰოლდინგის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, მიუნხენში, კომპანია MAN-ის წარმომადგენლებს შეხვდა და MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისის მერს MAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ბარბაროს ოქტაიმ უმასპინძლა. თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, ავტობუსების შემოყვანა დეკემბრის თვიდან დაიწყება. ახალი ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილია, აქედან 43-ი დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, ასევე მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.