ოკუპანტების მიერ ჩადენილ მკვლელობასა და გატაცებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - რას ამბობენ პოლიტიკოსები - Palitra News

ოკუპანტების მიერ ჩადენილ მკვლელობასა და გატაცებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ - რას ამბობენ პოლიტიკოსები

2023-11-07 15:14:12+04:00

ოკუპანტების მიერ ჩადენილ მკვლელობასა და გატაცებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. აღნიშნულ ფაქტზე განცხადება მთავრობის მეთაურმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელეს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ ვითარებას და რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე მეტყველებს. ოპოზიციაში კი ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს უმოქმედობამ რუსი ოკუპანტები წაახალისა.