ამჟამად საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოებას საქართველოს საპოლიციო ძალები იცავენ. პოლიციას კირბალის ყველა შესასვლელი ბლოკირებული აქვს და ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს სოფელში შესვლა არ შეუძლიათ. ამის მიზეზად კი უსაფრთხოება სახელდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე ჯგუფი რჩება.