ოკუპანტების მიერ ჩადენილი მკვლელობასა და გატაცებას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი განცხადება მთავრობის მეთაურმა გაავრცელა. ფაქტს ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც გამოეხმაურნენ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოს და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე მეტყველებს. ოპოზიცია კი მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ოპოზიციის შეფასებით, რუსი ოკუპანტები სახელმწიფოს უმოქმედობამ წაახალისა.