ამჟამად საოკუპაციო ხაზთან მოსახლეობის უსაფრთხოებას საქართველოს საპოლიციო ძალები იცავენ. ქართველ სამართალდამცავებს კირბალის ყველა შესასვლელი ბლოკირებული აქვთ და ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს სოფელში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. მიზეზად უსაფრთხოება სახელდება. ტერიტორიაზე, სადაც გუშინ გასროლა მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე ჯგუფი რჩება.