აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს - Palitra News

აშშ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გმობს

2023-11-07 10:56:07+04:00

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი სოფელ კირბალთან მომხდარ მკვლელობისა და გატაცების ფაქტს ეხმაურება . მეთიუ მილერი აცხადებს , რომ ამერიკის შეერთებული შტატები გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს. მისი თქმით ეს მკვლელობა ნათელი მაგალითია რუსეთის იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომელსაც, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, აწარმოებს ის საქართველოსა და სხვა ტერიტორიებთან მიმართებით.