საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, თუ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, მაშინ ყველა წააგებს. ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინაის მხარდაჭერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობის შენარჩუნებაა. მისი თქმით, უკრაინისთვის დახმარების გაწევა უნდა გაგრძელდეს, რადგან სასწორზე ევროკავშირის მთავარი ღირებულებები დევს.