პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბების დღიდან დღემდე აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი მექანიზმია საქართველოსთვის, წარმატებით გააგრძელოს ევროინტეგრაციის პროცესი, ევროკავშირთან მჭიდრო ეკონომიკური დაახლოება და ამ მიმართულებით ხელშესახები პროგრესის მიღწევა.