"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილავენ. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აცხადებენ, რომ ცვლილება სახელმწიფოს პრეპარატის მწარმოებლიდან პირდაპირი შესყიდვის უფლებას იძლევა, რითაც ინოვაციური მედიკამენტები ქვეყნის მოსახლეობისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდება.