საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, მისი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, თელავში სოფელ კურდღელაურში ექიმების ჯგუფთან ერთად ჩავიდა და მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაუწია. ჯგუფის შემადგენლობაში სხვადასხვა პროფილის მედიკოსები შედიან. სოფო ჯაფარიძის განცახდებით, კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება და სხვადასხვა რეგიონში ბევრ ადამიანს დაეხმარება.