ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია. ნეთანიაჰუს განცხადებით, ეს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის. მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება ოპოზიციამაც გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა.