უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მასზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მან არ იცის მსგავს ინფორმაციას ვინ ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის უკრაინელი ხალხის ნების ერთგული რჩება და რომ დასავლელი ლიდერების მხრიდან მისი გუნდის მისამარით ზეწოლას ადგილი არ აქვს.