დედაქალაქში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი ადგილის ან დროის დარღვევით მოძრაობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული ჯარიმები იზრდება. ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული პროექტის მიხედვით, დარღვევის შემთხვევაში პირი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. განმარტებითი ბარათის მხიედვით, დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, ეს რაოდენობა კი ბუნებრივია ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 6 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.