თბილისის საქალაქო სასამართლოში „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე საბადრაგო ჯგუფის უფროსის, დაკავებულ ივერი ნატრიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, დაცვის მხარე კი მისი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. ცნობისთვის, ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სამსახურეობრივ დაუდევარობაში ედება, რასაც შედეგად მსჯავრდებულთა გაქცევა მოჰყვა. „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. კლინიკიდან გაქცეული სამივე პატიმარი დაკავებულია.