ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა - რა განიხილეს მხარეებმა - Palitra News

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა - რა განიხილეს მხარეებმა

2023-11-04 13:31:18+04:00

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის დირექტორი - სარა რუპერტი და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - ჯეიმს ულინი.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა რობინ დანიგანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხი განიხილეს.