პარტია "ლელოს" თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით შტატებში იმყოფება. მამუკა ხაზარაძეს ერთი კვირის კონგრესმენებს შეხვდება. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი შეხვედრებს ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან გეგმავს და ის ასევე ქართველ სტუდენტებსაც შეხვდება.
ხაზარაძემ ოფიციალური ვიზიტი ჰარვარდში დევისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე ჩატარებული ლექციით დაიწყო. მან საქართველოს როლზე გლობალურ ეკონომიკაში და, როგორც თავად აღნიშნავს, ასევე მთავრობის მიერ შეცვლილ საგარეო ვექტორზეც ისაუბრა. მამუკა ხაზარაძემ აუდიტორიას ანაკლიის პორტის დეტალებიც გააცნო. შტატებში ვიზიტის ფარგლებში ხაზარაძემ შეხვედრა, დევისის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის მკვლევარებთანაც გამართა.