ნათლია უნდა იყოს ერთი, ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია ორიც - შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ საპატრიარქო განჩინებას აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთი საკითხი სწორედ ნათლობას ეხება. სინოდის ამავე სხდომაზე სასულიერო პირებმა საერთო პოზიცია ჩამოაყალიბეს უკრაინასა და ღაზას სექტორში მიმდინარე ომების შესახებ. სინოდი მიიჩნევს, რომ დასაგმობია როგორც ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა, ასევე, მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა.