სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებს უმასპინძლა - რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ? - Palitra News

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სტუდენტებს უმასპინძლა - რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ?

2023-11-04 11:53:50+04:00

ევროკავშირის კანდიტატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიის დღის აღსანიშნავ მიღებაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. მან ახალგაზრდებს ვრცელი სიტყვით მიმართა. მისივე თქმით, ყველა კარგად ხედავს, თუ რა უნდა საქართველოს, რა სურს მის საზოგადოებას და ქვეყნის ახალგაზრდობას. გარდა ამისა, პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა. კითხვაზე, როგორ ფიქრობს მიიღებს თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს.