თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის საქმეზე დაკავებული საბადრაგო ჯგუფის უფროსის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება მის დაპატიმრებას მოითხოვს. ამ ეტაპზე უცნობია დაცვის მხარის პოზიცია. შეგახსენებთ, რომ ივერი ნატროშვილი სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სამსახურეობრივ დაუდევრობაში ედება, რასაც მსჯავრდებულთა გაქცევა მოჰყვა. შემთხვევა ავერსის კლინიკაში 1-ელ ნოემბერს მოხდა. საბადრაგო ჯგუფმა კლინიკაში გამოკვლევის მიზნით 6-ი მსჯავრდებული გადაიყვანა, რა დროსაც სამმა მათგანმა გაქცევა შეძლო. გაქცეული პატიმრები მალევე თბილისთან ახლოს დააკავეს.