ნეპალში მიწისძვრას 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 140 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა პარასკევს, 23:47 საათზე მოხდა. გერმანიის გეომეცნიერებათა კვლევითმა ცენტრმა მიწისძვრა 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრით შეაფასა.
მიწისძვრამ ნეპალის დასავლეთ რაიონში სახლები დაანგრია და მისგან გამოწვეული ბიძგები მეზობელ ინდოეთში, ნიუ დელიშიც იგრძნობოდა. ოფიციალური პირების განცხადებით მოსალოდნელია, რომ გარდაცვლილებისა და დაშავებულების რაოდენობა გაიზრდება.