უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. მიმდინარე სამუშაოებს თბილისი მერი, კახა კალაძე მერის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, ასევე განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები. პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით გზის დამცავი კედლებიც ეწყობა.დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე, ასევე ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე და პარლამენტის დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.