ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე სასამართლო განაჩენს 6 ნოემბერს გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვები, ბრალდებულებმა კი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ვინაიდან, მათი თქმით, პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია. საქმის პროკურორის განცხადებით, საქმეზე არაერთი მტკიცებულებაა მოპოვებული და წარდგენილი, შესაბამისად, მას გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.