პროკურატურამ, კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, ბრალდება კიდევ ხუთ პირს წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, თბილისში მდებარე კრიპტო ვალუტის გადამცვლელ ოფისში, ბრალდებულები ჯგუფურად, ძალადობის მუქარით, თავს დაესხნენ აღნიშნულ ოფისში მყოფ პირებს და დაეუფლნენ ოფისის და დიდი ოდენობით თანხას დაეუფლნენ - საუბარია 810 300 ამერიკული დოლარზე, 110 ევროზე და 6500 ლარზე. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.