ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიტყვით მიმართა. ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ თუ ვინმეს პარტიის შიგნით ამავე პარტიის ლანძღვა უნდა, სჯობს, პარტიიდან გავიდნენ, ვიდრე პოლიტიკური ორგანიზაცია შიგნიდან დაასუსტონ. სააკაშვილის განცხადებით, ის ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილია, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რა დროშას დაიჭერს ხელში. ნიკა მელიას ფლანგში ექსპრეზიდენტის დღევანდელ გზავნილს უკვე გამოეხმაურნენ. აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად მერაბ პაპაშვილი გიამბობთ.